ქვაბისხევი – ტურისტული და ენერგოეფექტური სოფელი ბორჯომში

753b751fa6b56f19b3b51da66f3f0885

ბორჯომიდან 18 კილომეტრში მდებარეობს პატარა, საყვარელი სოფელი, სახელად ქვაბისხევი. ის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია და იმ 8 მათგანში შედის, რომელსაც ბუნებრივი აირი არ აქვს. სოფელი ესაზღვრება დაცულ ტერიტორიებს და მოსახლეობას ზამთარში გასათბობად ტყეში ხის ჭრა უწევდა. გარდა ამისა, ქვაბისხევი ტურისტული ზონაა და აქ ბევრი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ხვდება. სამოქალაქო ორგანიზაციების დახმარებით კი მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა იმ პოტენციალის გამოყენების მიზნით რაც ქვაბისხევს გააჩნია.

მინდა მოგიყვეთ ამ სოფლის ცხოვრება როგორ გაუმჯობესდა სამოქალაქო ორგანიზაციების დახმარებით.

როგორც გითხარით, წლების მანძილზე, მოსახლეობას ტყეში ხის მოჭრა უწევდა ზამთარში გასათბობად. შეშის ღუმელზე ამზადებდნენ კერძებს და აცხელებდნენ წყალსაც. მათ დასახმარებლად სამოქალაქო ორგანიზაციებმა სოფელში პროექტი ქვაბისხევის ტყეზე მავნე ზეგავლენის შემცირება ენერგოეფექტური საშუალებების დანერგვით და გარემოსდაცვითი კამპანიების წარმოებით დაიწყეს, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.  ბოლო ორი წლის მანძილზე, სოფელში 20 სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოეფექტური ღუმელები და  მზის ჰელიო სისტემაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები გადაეცა. ამ დახმარების შემდეგ, სოფლის მაცხოვრებლების ყოფა უფრო გამარტივდა.

14

90cf9f7da8a651b0975c4aff433bbdeb280e2bba

ქვაბისხევში მცხოვრები ლია ბოჟაძე წელს, ზამთარს უფრო თბილად შეხვდა, შეშაც გაცილებით ნაკლები დაწვა. დიასახლისმა ახალ ღუმელში პურები და ხაჭაპურები დააცხო და შედეგითაც კმაყოფილიც დარჩა.

Capture

„წინა ღუმელთან შედარებით ეს უფრო გაუმჯობესებულია. სწრაფად ცხელდება, სწრაფად აცხობს, ნაკლები შეშა სჭირდება და უფრო ეკონომიურია. ამ წყლის გამაცხელებლით კი ონკანში მუდმივად თბილი წყალი მოდის და ფაქტობრივად, საქმე გამინახევრა“  – ამბობს ლია ბოჟაძე.

ენერგოეფექტური ღუმელი მიიღო ამავე სოფელში ბლიაძეების 6 სულიანმა ოჯახმაც. სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლიც არათბოიზოლურებული ჰქონდა და ზამთარში დიდი რაოდენობით საშეშე მერქნის დაწვა უწევდა, თუმცა შრომა და ფინანსები მას შემდეგ შეუმცირდათ, რა დროსაც ენერგოეფექტური ღუმელი მიიღეს. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი მათე და მისი მშობლები წელიწადის ყველაზე ცივ სეზონს მშვიდად შეხვდნენ, მოხდა მათი სახლის დათბუნებაც.

მათეს დედა, ანანო ყიფშიძე ამბობს, რომ – „თანხა გაგვინახევრდა, შეშასაც რასაც აქამდე ვწვავდით იმის ნახევარი გვჭირდება და ძალიან კარგია. ტყეც აღარ გაიჩეხება“.

12

და ეს ყველაფერი არ არის, რაც ამ სოფელში მაცხოვრებლებმა სამოქალაქო ორგანიზაციების დახმარებით მიიღეს. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ქვაბისხევი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან მოსაზღვრე სოფელია. სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ქვაბისხევი სამიზნე სოფლად სწორედ ამიტომ შეირჩა. აქ ბევრი ტურისტი ხვდება ლაშქრობისას და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ამავე სამოქალაქო ორგანიზაციამ ტყეში, სწორედ ამ გზაზე ადგილობრივებისთვის სავაჭრო ჯიხური Market Place განათავსა და მათ საშუალება მისცა, ქირის საფასურის გადახდის გარეშე გაეყიდათ ნატურალური პროდუქტი, რომელიც საკუთარი ხელით მოამზადეს.

ჩურჩხელები

ელზა მაისურაძემ, გასულ წელს, ზაფხულში, ყოველდღიურად, ტყემალი, არაყი, სუნელები, აჯიკა, მურაბები, ტყლაპი, ასკილი და შავი ქლიავი გამოიტანა გასაყიდად. ხილკენკროვნები ტყეში დაკრიფა და მურაბები და ტყემალი საკუთარი ხელით მოამზად.  ნატურალური პროდუქტი საყიდლად ტურისტებს შესთავაზა.

“რაზეც არის მოთხოვნა, ის გამომაქვს გასაყიდად. ყველაფერი ჩემი ხელითაა დამზადებული, ვწვალობ იმიტომ, რომ მქონდეს შემოსავალი. ზაფხულში, სწორედ ტურიზმზე და ტურისტებზე ვართ დამოკიდებული ადგილობრივები – ელზა მაისურაძე.

მურაბები

ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ  კი ზაფხულში, ამ ჯიხურში თავისი ხელით დაწურული ღვინო გაყიდა. ნიკაც ქვაბისხეველია და სოფელში საგვარეულო მარანი აქვს, რომელიც მე-19 საუკუნისაა, თავად აღადგინა და ტურისტებს სწორედ ამ მარანში იღებს. იქვე ახდენს ღვინის რეალიზებასაც, თუმცა გადაწყვიტა, რომ ღვინო ღია სივრცეშიც უნდა გაეყიდა და დახლზე, რამდენიმე სახეობის ღვინო შემოალაგა.

მიუხედავად იმისა, რომ მარანი მაქვს და იქ ვყიდი ღვინოს, ვფიქრობ ღია დახლიც ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სეზონურ შემოსავალზე არიან დამოკიდებული. რომ არ ყოფილიყო სამოქალაქო ორგანიზაციების დახმარება, ჩვენ ეს შესაძლებლობა არ გვექნებოდა“ – ნიკოლოზ ხაჭაპურიძე.

ღვინოები

ამავე პროექტის ფარგლებში, ქვაბისხევის სკოლაში ჩამოყალიბდა ეკო-კლუბი, რომელიც თემში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობდა და აწყობდა გარემოსდაცვით აქციებს. ეკო-კლუბი აღიჭურვა ტექნიკით. პროექტი წარმატებული და შედეგის მომტანი აღმოჩნდა სოფლისთვის.

„პროექტის მიზანი იყო ხელი შეგვეწყო, ენერგოეფექტური საშუალებების დანერგვას და პოპულარიზაციას და ამის მეშვეობით შეგვემცირებინა ტყის რესურსის გამოყენება, კერძოდ შეშის მოხმარება. ამასთანავე, გვინდოდა გაუმჯობესებულიყო ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობა და რადგან ტურისტულ ზონასთან მდებარე სოფელია ქვაბისხევი, გადავწყვიტეთ უფასოდ გაგვეკეთებინა სავაჭრო ჯიხური, რომ მოსახლეობას ნატურალური პროდუქტის გაყიდვის საშუალება მისცემოდა. ოჯახების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები იყო სოციალურად დაუცველი, მარტოხელა და მრავალშვილიანი ოჯახები. ვფიქრობ, პროექტმა გაამართლა და ამით მივიღეთ კარგი შედეგი ერთ სოფელში“  –  ამბობს ლევან თაბუნიძე – ა/ო „მწვანე ბორჯომის“ პროექტის კოორდინატორი.

შედეგად, სამოქალაქო ორგანიზაციების ძალისხმევით, დონორების დახმარებით, ერთ პატარა სოფელში მიღწეულია დიდი შედეგი. ტყეში შემცირებული ჭრები, დაზოგილი ფინანსები, საშეშე მერქნის განახევრებული მოხმარება, მეტი შემოსავალი და ოჯახების გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა, ეს ის სარგებელია, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s